რეკომენდაციები:

































ნატოს გაერთიანებული სარდლობისა და ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ რუსები კაპიტულაციის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ მან ტვიტერში დაწერა.
ამგვარად, ჰოჯესი გამოეხმაურა აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის სიტყვებს, რომ რუსეთი კაპიტულაციას არ აპირებს. ”რაც ნიშნავს, რომ ისინი რეალურად აცნობიერებენ, რომ ეს არის ძალიან რეალური შესაძლებლობა”, – წერს ჰოჯესი.
შეგახსენებთ, ადრე რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კაპიტულაციას არ აპირებს. „ჩვენ მტკიცედ და გარკვევით ვამბობთ და ამაში ცალსახად დარწმუნებული ვართ, ყოველ შემთხვევაში, აქ მომუშავე რუსი დიპლომატები: ასეთი კაპიტულაცია არ იქნება, არასოდეს იქნება“, – განაცხადა მან.
ავტორიზაცია