რეკომენდაციები:

































რუსეთ-უკრაინის თურქული მოლაპარაკებების რაუნდის, უკრაინის წარმომადგენლის მუსტაფა ჯემილევის განცხადებით, თურქეთმა შესთავაზა რუსეთს მარიუპოლიდან 2000 მებრძოლის ევაკუაცია, თან იმ პირობით, რომ მებრძოლები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდნენ თუმცა რუსეთისგან უარი მიიღო.
კერძოდ, როგორც ირკვევა, აპრილის ბოლოს აზოვის მებრძოლების მიერ თურქეთისადმი გაგზავნილი თხოვნა, რომ თურქეთი ჩართულიყო მათი ევაკუაციის პროცესში, პირადად ერდოღანს უთარგმნეს, რის შემდეგაც ერდოღანმა თავის უფროს მრჩეველს იბრაჰიმ კალინს დაავალა საკითხზე რეაგირება.
აღნიშნულიდან მალევე, იბრაჰიმ კალინმა მოლაპარაკებები გამართა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან, რომელსაც გადასცა, რომ ევაკუაციის პროცეს მთლიანად უზრუნველყოფდა თურქეთის თავდაცვის სამინისტრო, კერძოდ თურქული სამხედრო ხომალდი ღუზას ჩაუშვებდა ბერდიანსკის პორტში, ხოლო უშუალოდ აზოვსტალის ტერიტროიიდან თურქი სამხედროების ესკორტირებით განხორციელდებოდა 2000 მებრძოლის ევაკუაცია, ხომალდზე განთავსება, თურქეთში გადაყვანა და ომის დასრულებამდე იქ დატოვება, რაზედაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, რუსეთი უარს აცხადებს ევაკუაციაზე, მაგრამ იღებს პასუხისმგეობას მებრძოლების სიცოცხლის უზრუნველყოფაზე თუ კი ისინი დანებდებიან.
მეტიც, უკრაინულმა მხარემ რუსეთს მარიუპოლის მცველების ევაკუაციის სანაცვლოდ 1000 რუსი დატყვევებული სამხედროს გათავისუფლება შესთავაზა, თუმცა შოიგუმ კვლავ უარი განაცხადა.
ავტორიზაცია