რეკომენდაციები:

































მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, სიტუაცია ყოველწუთიერად მწვავდება, კერძოდ, ცრუ დროშის თავდასხმების შემდეგ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტული მმართველობა მალე მიიღებს გადაწყვეტილებებს თუ როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები, პარალელურად დნესტრისპირეთში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა, აიკრძალა კონტაქტური სწავლება სკოლებსა და ბაღებში, ამავდროულად კი სეპარატისტული რეგიონის დატოვება დაიწყო მოსახლეობამ, რომელთა კოლონები ახლა აქტიურად გადადის მოლდოვას მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, მოლდოვას უსაფრთხოების საბჭოს გადაუდებელი სხდომა მოიწვია, სადაც განიხილება მიმდინარე ვითარება და მასზე რეაგირების შესაძლო გეგმები.
ოფიციალური განცხადებები გაკეთდება საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ვფიქრობ, რომ რუსეთი შეეცდება საომარი მოქმედებების ახალი კერის გაჩენას მოლდოვას ტერიტრიაზე, რომლისთვოსაც გამოყენებულ იქნება დნესტრისპირეთში არსებული დაახლოებით 1500 კაციანი რუსული მოტომსროლელი ქვედანაყოფები და ადგილობრივი სეპარატისტების 5000 კაციანი საჯარისო ნაწილები, რომელთა დაქვემდებარებაში ასევე გახლავთ 20 000 აქტიური რეზერვისტი. გარე ტერიტორიიდან რუსეთს შეეძლება სარაკეტო დარტყმების განხორციელება მოლდოვაზე, ამავდროულად შესაძლებელია მაღალი საფრთხის შემცველი ოპერაციის ჩატარება და დნესტრისპირეთში რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების გადასროლაც.
აქვე, გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე დნესტრისპირეთში განთავსებულ ძალებს აქვთ შესაძლებლობა შეუტიონ უკრაინის ტერიტორიას, რადგან მათ არ გააჩნია საკმარისი მძიმე შეიარაღება, თუმცა გააჩნიათ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის მარაგები, იქნება ეს მსუბუქი შეიარაღება, საარტილერიო ჭურვები, რაკეტები, ყუმბარმტყორცნები, ნაღმტყორცნები და ა.შ, რაც საკმარისი იქნება მოლდოვური არმიისთვის, თუმცა არა უკრაინული არმიისთვის.
ავტორიზაცია