10 წელი-სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტის დაარსებიდან

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები და სხვა ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ. მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასდა. შეხვედრაზე კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზეც ისაუბრეს, რაც მომავალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობა გააცნეს
დღესვე მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მედლებით დააჯილდოვა

ავტორი: ნიკა აბულაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *