9.8 C
New York
Wednesday, July 28, 2021
Homeსიუჟეტიზიზი ზარიძე - მეტროს მხატვარი

ზიზი ზარიძე – მეტროს მხატვარი

.ეს ზიზი ზარიძეა, მას მეტროში ხშირად შეხვდებით, სადაც მგზავრებს ხატავს. ხალხი მას „მეტროს მხატვარს“ უწოდებს. მხატვარი უკვე მეათე წელია დღის უმეტეს ნაწილს მეტროში ატარებს. როგორც თავად ამბობს, მეტრო მისი მეორე სახლია, მისი ცხოვრება კი – „მოუწყობელია“.
მხატვარს მეტროში თავისი მისია აქვს შესასრულებელი. ხშირად გაჩერებიდან გაჩერებამდე რამდენიმე პორტრეტის დახატვას ასწრებს. მხატვარი პორტრეტისთვის პერსონაჟს თვალებით არჩევს, რადგან როგორც თავად ამბობს, თვალები ადამიანის სულიერ მდგომარეობას უკეთ გამოხატავს.
ადამიანებს მათი პორტრეტების დახატვაზე განსხვავებული რეაქცია აქვთ. ზოგი მხატვარს ზურგს აქცეევს, ზოგი კი მის თვალწინ ნახატს ჯუჭავს. ,,მეტროს მხატვარს“ დღემდე დაახლოებით 8 მილიონი კარიკატურა აქვს შექმნილი.

ავტორი:
თათია შაიშმელაშვილი
პატო მერკვილაძე

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Most Popular

Recent Comments