გარე ვაჭრობა და უკონტროლო ბიზნესი

ეს ე.წ დეზერტირების ბაზრობის მიმდბარე ტერიტორიაა. გარე მოვაჭრეებს მალფუჭებდი პროუქტი ყოვგვარი სანიტარული ნორმების დაცვს გარეშე ქუჩაში აქვთ გამოტანილი. ხორცპროდუქტების შენახვას, რომელსაც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია.
მიუხედავად აღნიშნული პირობებისა, სახელდახეოდ მოწყობილ ბაზარს კლიენტები არ აკლია. შედარებით უკეთესი სიტოაცაა რძის პროდუქტებთან, გარე მოვაჭრეები გვიხსნინ, რომ თუ მაცივრის საშუალბა არ არის, მაგალითად ყველს, მარილ წყალში ინახავენ.

იმას, რასაც გარე მოვაჭრეები ნატურალურ უწოდებენ, სურსათი უვნებლობის სამსახურში, ჯანმრთელობისთვს საშიშ პროდუქტად აფასებენ.
ვინაიდან, ქუჩაში უნებართვოდ ვაჭრობა კანონით აკრძალულია, მაკონტროლებელი ორგანო მსგავს ობიქტბს ვერ ამოწმებს.

გარე ვაჭრობის კანონდარღვევაზე რეაგირება საპატრულო პოლიციის მოვალეობაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არღნიშნულ ფაქტზე რეაგირების სტატისტიკა ვერ მივიღეთ.
უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია:
გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

გარ ვაჭრობა არ მოსწონთ მოქალაქების უმრავლესობას, არასათანად პირობებს გარდა, მოსახლეობა ფეხით მოსიარულეთა სავალი სიცრჩის შეზღუდვაზე საუბრობს.

ვინაიდან გარე ვაჭრობა, მხოოდ ფურცელზე კონროლდება, ფრთხილად იყავით, შესაძლო თქვენს მიერ ქუჩში შეძენილი პროდუქტი, თქვენივე ავადმყოფობის მიზეზი გახდეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here