ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 70-80 ათასი სამხედრო პირი დაკარგა. მათ შორის არიან როგორც გარდაცვლილები ასევე დაშავებულები.
ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კოლმა განაცხადა.
„თუ ზუსტ რიცხვებზე ვსაუბრობთ, ომში ბევრი განუსაზღვრელობაა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსებმა უკანასკნელი 6 თვის განმმავლობაში დაკარგეს 70-80 ათასი ადამიანი – მათ შორის არიან გარდაცვლილები და დაჭრილებიც“,-
განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დანაკარგების რაოდენობა „საკმაოდ შესამჩნევია“ რუსებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ვერ მიაღწიეს უკრაინაში შეჭრის მომენტისთვის პუტინის მიერ დასახულ ვერც ერთ მიზანს.