ახალი ეპოქის დასაწყისი - ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ ძალიან დიდი აღმოჩენა გააკეთა
ახალ ზელანდიელი მოხალისე გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომელმაც გაიარა დნმ-ის (გენეტიკური მასალის) კორექტირების პროცედურა, რათა მის სისხლში შემცირებულიყო ქოლესტერინის რაოდენობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პროცედურა გულის შეტევების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ექსპერიმენტი ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Verve Therapeutics-მა ჩაატარა. პაციენტს გაუკეთეს გენის მაკორექტირებელი CRISPR-ის ინიექცია, რათა მას შეეცვალა ღვიძლის უჯრედების დნმ-ის ერთი მონაკვეთი.
კომპანია აცხადებს, რომ გენის ეს პატარა ცვლილება სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ სისხლში სამუდამოდ შემცირდეს "ცუდი" LDL ქოლესტერინის რაოდენობა — ცხიმოვანი მოლეკულა, რომელიც არტერიების დახშობასა და დროსთან ერთად მათ არაელასტიურობას იწვევს.
პაციენტს ახალი ზელანდიიდან ჰქონდა მემკვიდრეობითი მიდრეკილება მაღალი ქოლესტერინისკენ და აწუხებდა გულის პრობლემები. კომპანიას სჯერა, რომ ეს ტექნიკა შეიძლება, მილიონობით სხვა ადამიანის შემთხვევაშიც გამოიყენონ, რათა შეამცირონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.