"უმძიმესი რამ გველის, მაღალია უბედური შემთხვევების რისკი", - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას მომდევნო დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს აცნობს. მისი თქმით, 8 ივლისამდე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან მაღალია უბედური შემთხვევების რისკი.
„8 ივლისამდე ხანძრების ალბათობა მოიმატებს, ასევე, სხვადასხვა სახის ტექნოგენური ავარიები. შეიძლება, ოპერატორთა უყურადღებობის შედეგად შეიქმნას კომპიუტერული პრობლემები - ამ მხრივ ყურადღებით ვიყოთ. ეს ძაბავს ამ კვირის ნეგატიურ მოვლენებს.
სამშაბათს, 5 ივლისიდან 2 ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს - ერთი, პლანეტა მერკური გადაინაცვლებს 19 ივლისამდე კირჩხიბში, რის შედეგად ადამიანების გონება მეტად მგრძნობიარე, ინტუიციური, ეროვნული ფასეულობებისადმი უფრო მეტად მიდრეკილი, მოიმატებს ფოტოგრაფიული მეხსიერება, დახვეწილი იუმორის უნარი.. ასევე, მოიმატებს კირჩხიბისეული ნეგატივი - ხასიათის ცვალებადობა და ზოგჯერ, ტყუილებისადმი მიდრეკილება, ეჭვიანობა..
მეორე მნიშვნელოვანი და მთავარი მოვლენა - მარსი, რომელიც აქამდე იმყოფებოდა აქტიურობის, ენერგიების მმართველი პლანეტა ვერძში, სადაც აგრესია მატულობდა საოცრად, ხვალიდან ყველაზე მშვიდ, სტაბილურ ნიშანში, კუროში გადადის და 20 აგვისტომდე იქნება. ადამიანთა ქმედებები იქნება ნაკლებ აგრესიული, მოქმედება დაეფუძნება პრინციპს: ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი,“ - აცხადებს მიხეილ ცაგარელი.