"მსოფლიო შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს" - გერმანიის მთავრობის წევრის საგანგაშო პროგნოზი
"მსოფლიო შეიძლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე დიდი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს" - გერმანული მედია გამოცემა Bild ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სურსათის მსოფლიო პროგრამის მიხედვით, მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანი შიმშილით იტანჯება და ეს მონაცემები კიდევ უფრო გაიზრდება.
დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სრულმასშტაბიანმა სამხედრო შეჭრამ შეიძლება ყველაზე საშინელი შიმშილის ტალღა გამოიწვიოს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჯერ არ ყოფილა.
ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
”მესიჯი არის ის, რომ ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ყველაზე საშინელი შიმშილის წინაშე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მილიონობით მსხვერპლი გვყავდეს”, - თქვა შულცემ.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში სურსათზე ფასები მესამედით გაიზარდა და რეკორდულ დონეზეა.
შულცემ ასევე აღნიშნა, რომ სურსათის მსოფლიო პროგრამის მიხედვით, მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანი შიმშილით იტანჯება და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.