"ვიწყებთ რუსეთში სამხედრო ობიექტების ჰაერში აწევას" - უკრაინას ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვს?
ნიკოლოზ ლოლაძე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს აქტიურად აშუქებს და აანალიზებს, ომის რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"ომის გადატანა რუსეთის ტერიტორიაზე
ომის ორი თვის მანძილზე რუსეთის ტერიტორიაზე რანდენიმე ნავთობსაცავზე და სამხედრო ობიექტზე სხვადასხვა "ინციდენტი" მოხდა. ზოგიერთის "ავტორობა" უკრაინელებმა პირდაპირ აღიარეს, ზოგისაც - ირიბად, მინიშნებით.
კონფერენციაზე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა პირდაპირ თქვა, უკრაინას სრული უფლება აქვს რუსეთის ტერიტორიაზე იერიში მიიტანოსო. ბრიტანელებმა ისიც დაამატეს, აი დარდი, ჩვენი ნაჩუქარი იარაღით თუ იზამს ამას უკრაინაო.
ზელენსკის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა არ დაახანა და ეგრევე დააანონსა რუსეთის "დემილიტარიზაციის" დაჩქარება მომავალი კვირიდან.
გუშინ აშშ-ის გარემარბ ბლინკენსაც ჰკითხეს, რას ფიქრობს რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო დარტყმების შესახებ. რას ვფიქრობ და ეგ უკრაინელების გადასაწყვეტია, ყველაფერიც უნდა გააკეთონ რუსეთის შესაჩერებლადო.
მოკლედ, დიდი საერთაშორისო "მწვანე" აქვს უკრაინას ანთებული - მიდი, გლიჯეო.
ერთი საათის წინ პოდოლიაკმა ტვიტი გამოაცხო (კომენტშია) - ბლინკენს მადლობა, ვიწყებთ რუსეთში სამხედრო ობიექტების ჰაერში აწევასო", - წერს ლოლაძე.