საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად, მე მგონია, რომ ომი რომ დასრულდება, არახამიაზე კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება, ცუდ რაღაცებს. დღეს არ არის ამის დრო, დღეს არის უკრაინა ომის მდგომარეობაში, არახამია იკავებს კვლავაც მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში, შესაბამისად დღეს არ არის დრო იმისთვის, რომ ამაზე ღრმად შევიდეთ. მაგრამ ის თუ ვინ არის არახამია, რა კავშრი აქვს მას ნაცმოძარაობასთან, ამაზე საზოგადოებამ უკვე მიიღო სათანადო ინფორმაცია.
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, დავით არახამიაზე, რომელმაც Youtube-ზე გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითზე.