რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა და უმაღლეს რადაში „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები ტყვედ უნდა აიყვანონ, რათა შემდგომში მათი უკრაიანელებში გაცვლა მოხდეს.
„მე ვხედავ უამრავ კომენტარს გაბრაზებული უკრაინელებისგან იმის შესახებ, თუ რატომ იყვანენ ტყვეებს. მე მესმის ემოციები, მეც ახლახან მქონდა იგივე პოზიცია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი დატყვევებული მტრის სანაცვლოდ ჩვენი გმირის პოტენციური სიცოცხლეა“- დაწერა სოცქსელში არახამიამ.
არახამიას თქმით, თანამედროვე საარტილერიო ბრძოლებით შორ მანძილზე, ტყვეების აყვანა ბევრად გართულდა, ამიტომ „გაცვლითი ფონდის შევსების პრობლემა გვაქვს“.
რაც ადრე მოხდა:
21 აპრილს უკრაინის ხელისუფლებამ ერთ კვირაში ტყვეთა მეორე გაცვლა ჩაატარა და ტყვეობიდან 19 უკრაინელი, მათ შორის დაჭრილები გამოიხსნა.