ვალერი მელაძემ ყველაფერი დაკარგა - რუსეთში მყოფ ქართველ მომღერალზე ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ალაპარაკდა
„ვალერი მელაძემ ყველაფერი დაკარგა! ახლა, თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ, რუსეთში თქვენს საყვარელ მომღერალს მოუსმინოთ." - ამ განცხადებას ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ტატიანა ლაზარევა რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალზე აკეთებს.
ამ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა starhit ავრცელებს.
ტატიანა ლაზარევა აქტიურად საუბრობს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებზე. მან ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთი დატოვა.
მისი თქმით, ვალერი მელაძე რუსეთში არასასურველ პერსონათა სიაში მოხვდა.
ტატიანა ლაზარევა მოხარულია, რომ ვალერი მელაძე მის აზრებს უშიშრად იზიარებს - „მუსიკოსი ამბობს ყველაფერს, რასაც ფიქრობს რუსეთის მოქალაქეებზე. ასეთი დოზის კრიტიკისთვის მელაძეს კარიერა უნდა შეეწირა, რადგან სწორედ ჩვენში მოახერხა მომღერალმა უზარმაზარი "დარბაზების" მოპოვება.
მელაძე არ დუმს და, ამიტომაც ყველაფერი დაკარგა. მთელი რუსეთის, ასევე უკრაინისა და საქართველოს საყვარელ არტისტს ტელევიზორში ვერ უყურებენ და ვეღარც რადიოში უსმენენ. ისინი ალბათ, კასეტებს, დისკებს მოუსმენენ, ”- თქვა 55 წლის ლაზარევამ.
ტატიანა მხარს უჭერს მელაძეს და გმობს ნიკოლაი ბასკოვს, ოლეგ გაზმანოვს და სხვებს, რომლებიც სამშობლოს "იცავენ".
„არსებობენ ისეთებიც, ვინც ყველაფერს უჭერენ მხარს. ეს ყოველთვის ასე იყო, არსებობდნენ ფავორიტები. კოლია ბასკოვი ... მისთვის ძნელია დაკარგოს ის, რაც აქვს ... ”- აღნიშნა ლაზარევამ.
თუმცა, მელაძის პოზიცია არ უშლის ხელს, ქვეყანაში გამართოს კონცერტები - მაგალითად - პეტერბურგის კონცერტი.
ღონისძიება, რა თქმა უნდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა.
მოგეხსენებათ, არტისტი რუსეთში 70 ათას ევროდ (თითქმის შვიდი მილიონი რუბლი მიმდინარე კურსით) მღერის.
ასევე რუსეთში მოღვაწე მომღერალი ვალერი მელაძე საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოთხოვნით მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურად უკვე მიმართა.
„მე ამ ფაქტს არ ვმალავ. თუმცა, ეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ჩემი ქმედებები რუსეთისა და საქართველოს კანონებს არ ეწინააღმდეგება”, – განუცხადა მელაძემ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას”.
მომღერალმა განმარტა, რომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებს შორის საზღვრები არ არსებობდა.
„თუმცა შემდეგ ეს საზღვრები გაჩნდა. ახლა კი მე მსურს, სულ მცირე ჩემთვის ეს საზღვრები კვლავ წავშალო. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთი მოქალაქეობის მიღებით მორალურ ზიანს არავის მივაყენებ”, – განაცხადა მელაძემ.