
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 70-80 ათასი სამხედრო პირი დაკარგა. მათ შორის არიან როგორც გარდაცვლილები ასევე დაშავებულები. ამის შესახებ პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კოლმა განაცხადა. „თუ ზუსტ რიცხვებზე ვსაუბრობთ, ომში ბევრი განუსაზღვრელობაა, მაგრამ ვფიქრობ, შეიძლება დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ რუსებმა უკანასკნელი 6 თვის განმმავლობაში დაკარგეს 70-80 ათასი