ჩვენს შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სიგულდას“ ტელე და რადიო მაუწყებლობაზე ავტორიზაციის გავლაზე თანხმობა მისცა.

შპს „სიგულდა“ კერძო საერთო ტელე და რადიო მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი გახდა. მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია ინტერნეტი და სხვა ტექნოლოგიები (საკაბელო ქსელის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემების გამოყენება) იქნება. კომპანია ქართულ ენაზე  დღე-ღამის  მინიმუმ 6 საათის განმავლობაში იმაუწყებლებს. შპს „სიგულდა“, ბრენდული სახელწოდებებით „ტივი მაქს“ და „რადიო მაქს“ პრაქტიკული საქმიანობის დაწყებას 2016 წლის 1 აპრილიდან გეგმავს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.

 

შესაბამისობის დეკლარაცია

წლიური ანგარიში

cliuri angarishi

თვითრეგულაცია

დაინტერესებულ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ “TV Max”-მა  დაარღვია “მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი ეთიკური სტანდარტები და მისი უფლებები, შეუძლია მიმართოს მაუწყებელს საჩივრით და მოითხოვოს რეაგირება.

საჩივრის გამოგზავნის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვაწოდოს საჩივარი ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე:

info@pirveli.ge