მომავალ საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს

ბაქოში საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა, სადაც მომავალი ოლიმპიადისთვის დროშა საქართველომ ჩაიბარა. 2018 წელს ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. დროშა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ აზად რაჰიმოვმა გადასცა.

საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ოლიმპიადაზე მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს. ქალებმა 14 ქულა დააგროვეს, ამდენივე ქულა აქვთ ვაჟებსაც.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

“Naec.ge” და სკანდალი გამოცდების ირგვლივ

იმ აბიტურიენტებმა, ვინც 23 აგვისტოს უმღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად SMS სერვისით ისარგებლეს, გამოცდების ეროვნული ცენტრმა , უმეტეს შემთხვევაში არასწორი ინფორმაცია გაუგზავნა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, იმ მომენტისთვის მიმდინარეობდა მონაცემთა დამუშავება და შესაბამისად აბიტურიენტებმა ბაზაში არსებული, დაუზუსტებილი ინფორმაცია მიიღეს.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში სატელევიზიო ინტერვიუზე უარს აცხადებენ, მათივე თქმით, საბოლო შედეგები ხვალ 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
რაც შეეხება SMs ით სარგებლობის ღირებულებას, უწყების განცხადებით, აბიტურიენტებს, ვინც ისარგებლა მოკლე დექსტური შეტყობინების სერვისით და იმ პერიოდში მომსახურება მიუწვდომელი იყო, SMS ღირებულება არ დაექვითებათ ბალანსიდან.

ავტორი:
ნიკა აბულაშვილი

რიო 2016-ვარლამ ლიპარტელიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადიდან სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნდა. ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, წარმატებით გაიარა წინასაფინალო შეხვედრები და ფინალში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გამარჯვებულ სპორტსმენს თბილისის საერთშორისო აეროპორტში შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, დაცვის პოლიციის თანამშრომლები, გულშემატკივრები და ახლობლები დახვდნენ.
„რიო 2016-ზე“, საქართველოს სახელით, სპორტის 13 სახეობაში 39 სპორტსმენი ასპარეზობს. ქართველმა ძიუდოისტებმა რიოში გამოსვლა უკვე დაასრულეს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ძიუდოს ნაკრები იყო, რომლის შემადგენლობაში შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებიც იყვნენ.
შსს-ს ძიუდოს კლუბი – “მებრძოლი”, დაცვის პოლიციის მხარდაჭერით, 2014 წლიდან არსებობს. კლუბმა 2 წლის განმავლობაში ევროპის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

ავტორი:
ნიკა აბულაშვილი

ვისთვის აშენდა პუშკინის ქუჩაზე ესტაკადა?!

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.
სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია “CRP”-მ განახორციელა და პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,400,000 ლარი დაიხარჯა.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ,
პუშკინის ესტაკადა საცობებისგან განტვირთავს ქალაქის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს, როგორიცაა: თავისუფლების მოედანს, მაჩაბლის, აფხაზის, ჭანტურიას, ფურცელაძის და სხვა ახლომდებარე ქუჩებს.

ესტაკადასთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს.
როგორც მესამე სექტორში აცხადებენ, აღნიშნული გზა თბილისში საცობების პრევენციას ხელს ვერ შეუწყობს.

ავტორები:
ნიკა აბულაშილი
პატო მერკვილაძე

ქართველი ტანმოვარჯიშე რიოს ოლიმპიადაზე ,,რაჭულის” თანხლებით წარსდგება

19-21 აგვისტოს რიო დე ჟანერიოში კიდევ ერთი ქართცველი ოლიმპიელი, სალომე ფაჟავა წარდგება. ის ოლიმპიური წარმატებისთვის მხატვრული ტანვარჯიშთ იბრძოლებს.
ქართველი ტანმოვარჯიშე რიო დე ჟანერიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე საგნით სხვადასხვა მუსიკის ფონზე ივარჯიშებს, ერთ-ერთი კი “რაჭული” იქნება. გავრცელებული ინფორემაციით, სალომე ფაჟავა პუბლიკის წინაშე რაჟულის ფონით მსაჯების თხოვნით წარდგება.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი

ვინ და რატომ არ მიდის არჩევნებზე?!

4 წლიანი მმართველობა და საოცნებო ხელისუფლება. ვინ უცხადებს მმართველ გუნდს ნდობას? მიდიან თუ არა ამომრჩევლები არჩევნებზე? ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.

10 წელი-სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტის დაარსებიდან

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები და სხვა ძალოვანი სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ. მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასდა. შეხვედრაზე კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზეც ისაუბრეს, რაც მომავალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას დეპარტამენტის 10 წლიანი საქმიანობა გააცნეს
დღესვე მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი მედლებით დააჯილდოვა

ავტორი: ნიკა აბულაშვილი

ახალი სკვერები დედაქალაქში

დიდუბის რაიონის მოსახლოებას შვიდი ახალი სკვერი ექნება. სკვერების მოწყობის სამუშაოები პროექტის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე გრანიტის ბორდიურებისა და დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სკვერების ტერიტორია ლითონის ღობით შემოისაზღვრება, გარე განათების ბოძები დამონტაჟდება, დაიდგმება საპარკე სკამები და სანაგვე ურნები, ასევე სასმელი წყლის სოკოები. სკვერებში პატარებისთვის გასართობი ზონაც იქნება.

ავტორი: თათია შაიშმელაშვილი
პატო მერკვილაძე