Check in Georgia & Loreen-მსოფლიო ვარსკვლავები ბათუმში

 

ცხელი ზაფხული, მზე, ზღვა და მსოფლიო მუსიკალური ჰიტები, ამერიკელი თუ ევროპელი პოპ-ვარსკვლავების შესრულებით. განა რა არის საჭირო კარგი დასვენებისთვის?!
პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში, ბათუმს ისეთი ცნობილი შემსრულებლები ეწვევიან, როგორიცაა Maroon 5 და Loreen.
მომღერლები ქართველი და არამხოლოდ ქართველი მსმენელისთვის საკუთარ ჰიტებს შეასრულებენ.
4 აგვისტოს, ბათუმს შვედი მომღერალი Loreen ეწვევა. პოპ მუსიკის შემსრულებელი ცნობილი Eurovision 2012-ის გამარჯვების შემდეგ გახდა. ევრო-ფესტივალზე, ლორენმა სიმღერა “Euphoria” შეასრულა ღირსეული გამარჯვებაც დაიმსახურა.
დიდი მზადებაში არიან თურისტული სააგენტოები, რომლებიც უცხოელ ვიზიტორთა ნაკადის ზრდაზე საუბრობენ.
კომპანიები, მომხმარებლებს სხადასხვა ტურ-პაკეტებს სთავაზობენ.

ავტორი: ნიკა აბულაშვილი

მერია და თბილისელები-რას ფიქრობს ხალხი

თითქმის ორი წელია დედაქალაქს ახალი მერი ყავს.
როგორ აფასებს საზოგადოება მერის და მერიის მუშაობას?!,
ჩვენ რამდენიმე კითხვით თბილისელებს მივმართეთ.

ავტორი:
ნიკა აბულაშვილი
პატო მერკვილაძე

გარე ვაჭრობა და უკონტროლო ბიზნესი

ეს ე.წ დეზერტირების ბაზრობის მიმდბარე ტერიტორიაა. გარე მოვაჭრეებს მალფუჭებდი პროუქტი ყოვგვარი სანიტარული ნორმების დაცვს გარეშე ქუჩაში აქვთ გამოტანილი. ხორცპროდუქტების შენახვას, რომელსაც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება, უმეტეს შემთხვევაში დარღვეულია.
მიუხედავად აღნიშნული პირობებისა, სახელდახეოდ მოწყობილ ბაზარს კლიენტები არ აკლია. შედარებით უკეთესი სიტოაცაა რძის პროდუქტებთან, გარე მოვაჭრეები გვიხსნინ, რომ თუ მაცივრის საშუალბა არ არის, მაგალითად ყველს, მარილ წყალში ინახავენ.

იმას, რასაც გარე მოვაჭრეები ნატურალურ უწოდებენ, სურსათი უვნებლობის სამსახურში, ჯანმრთელობისთვს საშიშ პროდუქტად აფასებენ.
ვინაიდან, ქუჩაში უნებართვოდ ვაჭრობა კანონით აკრძალულია, მაკონტროლებელი ორგანო მსგავს ობიქტბს ვერ ამოწმებს.

გარე ვაჭრობის კანონდარღვევაზე რეაგირება საპატრულო პოლიციის მოვალეობაა. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან არღნიშნულ ფაქტზე რეაგირების სტატისტიკა ვერ მივიღეთ.
უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში წერია:
გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე, – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

გარ ვაჭრობა არ მოსწონთ მოქალაქების უმრავლესობას, არასათანად პირობებს გარდა, მოსახლეობა ფეხით მოსიარულეთა სავალი სიცრჩის შეზღუდვაზე საუბრობს.

ვინაიდან გარე ვაჭრობა, მხოოდ ფურცელზე კონროლდება, ფრთხილად იყავით, შესაძლო თქვენს მიერ ქუჩში შეძენილი პროდუქტი, თქვენივე ავადმყოფობის მიზეზი გახდეს.

გიორგი მღებრიშვილმა უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა

პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა  უმასპინძლა

სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მღებრიშვილი უცხოელ კოლეგებს პირადად შეხვდა.  შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თომას ჟილინსკი
ლიტვის შს მინისტრი
პირველ რიგში, მინდა ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის 25 წლისთავი. აგრეთვე ქართველ პოლიციელებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. ჩემ ქართველ კოლეგასთან ისეთ საკითხებზე ვისაუბრეთ, როგორიცაა ორგანიზბულ დანაშაუთა ბრძოლა. აგრეთვე განხილული იყო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები. ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დასავლურ მიისწრაფებებს.

ავტორი: ნიკა აბულაშვილი