პრეზიდენტი კადეტებთან

წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 126 კადეტი ჩაირიცხა, მათ შორის 8 გოგონაა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის დაარსების 6 წლის იუბილე და სწავლის დაწყება აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
კადეტებს სამხედრო ლიცეუმის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და კადეტი გოგონებისთვის სპეციალური სტიპენდიის დანიშვნაზე ისაუბრა.

ავტორი: ნიკა აბულაშვილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *