დოკუმენტური ფილმი იური შეკოჩიხინზე

0
12

იური შეკოჩიხინი მრავალი ჟურნალისტური გამოძიების ავტორია, რომელიც მაღალჩინოსანთა კორუფციულ გარიგებებს ამხელდა. მისი ბოლო გამოძიება რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრებას ეხებოდა. 2003 წლის ივნისში, მოსკოვში, ის გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც ნიუ-იორკში მიიწვიეს. შეკოჩიხინი 2003 წლის 19 ივლისს ამ დოკუმენტების გადაცემას აპირებდა, თუმცა 17 ივნისს, რიაზანში მივლინების დროს, ის უკვე ცუდად შეიქმნა და ორ კვირაში გარდაიცვალა.
როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, შეკოჩიხინის გარდაცვალება ეჭვებს ბადებს და ჟურნალისტი თავიდან მოიშორეს. ფილმი მიზნად ისახავს რუსი ჟურნალისტის გარდაცვალების რეალური მიზეზის დადგენას და მის სააშკარაოზე გამოტანას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here